სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შენი თანატოლები დღეს ერთმანეთს შეხვდებიან მამი" - სკოლის დაწყების დღეს ზაზა სარალიძე ასეთ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ზაზა სარალიძე სკოლის დაწყების დღეს ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:


"შენი თანატოლები დღეს ერთმანეთს შეხვდებიან მამი. ერთმანეთს მოუყვებიან ვინ სად გაატარა ზაფხული და იამაყებენ თავიანთი ისტორიებით.
შენ კი ცივ მიწაში წევხარ მამი, ჩემო სადისტურად მოკლულო ვაჟკაცო.
ნუ გეშინია მამი, არ ხარ მანდ მარტო, მე ხო მუდამ შენთან ვარ მამი.
შენ ლამაზ სულს ვენაცვალე მამი" - წერს ზაზა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100