სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეგულაციების დაწესება და მკაცრი კონტროლი - ჰაერის დაბინძურების პროცესის შეჩერების ერთადერთი გზა

დაუცველი მშენებლობები და სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება ჰაერში მტვრის გამოფრქვევის წყაროა. აუცილებელია მკაცრი სტანდარტების შემოღება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად მშენებლობებს და ავტომობილების გამონაბოლქვს ასახელებს. ბაგრატია აცხადებს, რომ მოძველებული ავტოპარკი და ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები რეგულაციას უნდა დაექვემდებაროს. მისივე განმარტებით, ეს პროცესი საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევს, თუმცა პრობლემა საჩქაროდ უნდა მოგვარდეს.

„პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ყველა ტიპის ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების შემოღება. ბუნებრივია, ეს პროცესი გარკვეულ სოციალურ უკმყოფილებას გამოიწვევს, ავტომფობელთა ნაწილს ტრანსპორტის გაჩერება, ხოლო ნაწილს დამატებითი თანხების დახარჯვა მოუწევს იმისათვის, რომ ავტმობილის გაუმართაობა აღმოფხვრას. კარგად უნდა შეფასდეს ის პოზიტიური მხარეები, რასაც საზოგადოებას მიიღებს სუფთა გარემოს შენარჩუნებით,“ - აცხადებს თამარ ბაგრატია. მისივე მტკიცებით, ამ პრობლემაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილიც ძალიან დიდია და სახელმწიფომ ამ სფეროში მნიშვნელოვანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ავტომობილების გარდა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის განმარტებით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე გავლენას ახდენს მშენებლობები და სამშენებლო მასალების დაურეგულირებელი ტრანსპორტირებაც. ამ კუთხით, თამარ ბაგრატია მკაცრი სტანდარტების შემოღებას და რეგულაციების აღსრულების კონტროლს ითხოვს. მისი თქმით, სამშენებლო მასალები და საღებავევი დიდი რაოდენობით ტყვიასაც შეიცავს და აუცილებელია, ამ მხრივ კვლევებიც ჩატარდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100