სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სანდრა რულოვსი ზაზა სარალიძესთან აქციაზე მივიდა

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა ელისაბედ რულოვსი ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს. რულოვსი პარლამენტის წინ მივიდა.

ვაცხადებ ჩემს მხარდაჭერას ბატონ ზაზასთან და მის სამართლიანობის აღდგენის ბრძოლასთან. ხმა აღარ აქვს ბატონ ზაზას, მაგრამ ხალხი დგას მასთან და მე იმედი მაქვს, რომ ხალხი მის მაგივრად ილაპარაკებს დღეს და მაგრად იქნებიან და მოსთხოვენ აუცილებლად, რომ სამართლიანობა აღდგეს. რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ის გამოძიება, რომელიც დარღვევებით ჩატარდა, კიდევ უფრო ამძიმებს ამ ოჯახისთვის და მთელი საზოგადოებისთვის ამ ფაქტს,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსი მოზარდების სისხლიან გარჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია გარჩევების ინსტიტუტი შეიცვალოს.

დღეს პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია 16:00 საათზე განახლდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100