სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამარცხვინოა, მილიონერმა თანაგუნდელებმა ერთი თვის ხელფასი არ გადაურიცხეს დეკანოიძეს სამკურნლოდ

„საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარეს, აკაკი დევაძეს 50 ათასი დოლარი ჭირდება გადასარჩენად, ერთი თვეა უკვე მესმის ეს და ხალხს თხოვენ დახმარებას - სამარცხვინოა ქართული საფეხბურთო სამყარო, სადაც დევაძის მილიონერმა მეგობარ-თანაგუნდელებმა კაცს თავიანთი ერთი კვირის ხელფასი ვერ შეუგროვეს“ - ეს სტატუსი პირად ფეისბუქ გვერდზე დღეს, მძიმე კაცმა, დავით კოვზირიძემ გამოაქვეყნა.

ცნობისთვის 1995 წელს აკაკი დევაძეს საქართველოს წლის ფეხბურთელის ჯილდო აქვს მიღებული. ის პირველი მეკარეა, რომელიც საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

იყო დრო, მასზე აღტაცებით ლაპარაკობდნენ, მაგრამ დევაძეზე ბევრი რამ მაინც უცნობია. მაგალითად, ის, რომ სამჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი, საკუთარი ნებით უარი თქვა მადრიდის "ატლეტიკოზე" და, თურმე, გამორჩეულად გულწრფელსა და უშუალოს რუსებმა სიმღერა მიუძღვნეს...

ახლა ღვიძლის სერიოზული პრობლემა აწუხებს და ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც თურქეთში უნდა გაუკეთდეს, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

როგორც ცნობილია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელისთვის გამოყოფილ სპეციალურ ანგარიშზე უკვე გადარიცა 10 ათასი ლარი. თავად აკაკიმაც აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში დაიწერა, არაერთმა ადამიანმა გამოხატა დახმარების სურვილი, თუმცა ოპერაციას და შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს დაახლოებით 100 ათას დოლარამდე დასჭირდება.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ამ ანგარიშზე შეუძლიათ:

საქართველოს ბანკის კოდი BAGAGE 22 მიმღების ანგარიშის ნომერი GE52BG0000000692294500

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100