ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
მთავარმა პროკურატურამ „ქართული პარტიის" პარიზში მცხოვრები ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
ოქრუაშვილს ბრალად უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა ედება.
„დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის I ნაწილით. კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს პროკურატურა მიმართავს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
კომენტარი