სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მარშუტკის მძღოლის სასაცილო კომენტარი რადიოწამყვანს

ფეისბუქის ერთ-ერთი ქართველი მომხმარებელი ქალბატონი გუშინ დილით სამარშუტო ტაქსში მოსმენილ საუბარს იხსენებს. სახალისო ფეისბუქ სტატუსს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„გუშინ ყვითელ 120 ნომერ სამარშუტოში , 5–6 მგზავრი ვზივართ, მე –წინ. მძღოლია მაგარი კოლორიტული, თავზე ქუდი ახურავს ისე, სხვათაშორის, თითქოს არ იცოდა სად წაეღო და თავზე დაიდო, ყველაფერს აკომენტარებს, არ მეშლება, ნამდვილად გურულია.

რადიო აქვს ჩართული და ევროპის ამინდის პროგნოზს აცხადებენ , ამინდი ვენაში, ლონდონში, პარიზში, პრაღაში... წვიიიიიმს ბერლინშიც–ისმის წამყვანის ხმა, აი აქ აენთო გურული მძღოლი და რადიოს გაურაზდა––– ხოოოო, ბერლინის ამინდი ნამეტარი მაინტერესებს, რაიხსტაგზე დროშა მიმაქ და მეშინიაა კრიშაზე ფეხი არ დამისლიანდეს ნაწვიმარშიო...“ - წერს ქალბატონი, რომელიც ამ ამბავს პირადად შეესწრო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100