სილვიო ბერლუსკონი: „მე ლესბოსელი ვარ...“
იტალიის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი, ძალიან ხშირად აკეთებს განცხადებებს, რითაც შოკში აგდებს თავის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც. გასულ კვირას ბერლუსკონიმ თავისი, „თავისუფლების პარტიის“ მომხრეები მიტინგზე შეკრიბა და, ერთი შეხედვით, სკანდალური განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ „ცისფერია“... მინიმუმ, 25 პროცენტით მაინც:
„ჩვენ ყველას გვაქვს 25 პროცენტიანი ჰომოსექსუალური გადახრები, - თქვა ბერლუსკონიმ, - გამონაკლისი არც მე ვარ. ერთადერთი, რითაც სხვებისგან განვსხვავდები, ისაა, რომ ჩემი ჰომოსექსუალობა, სინამდვილეში, ლესბოსელობაა...“
კომენტარი