სექსუალური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი
აბერაცია სქესობრივი – სქესობრივი გარყვნილება;
აბსტინენცია სექსუალური (სქესობრივი დეპრივაცია) – იძულებითი სექსუალური თავშეკავების პერიოდი;
აბსტინენცია პარციალური სექსუალური – იძულებითი სექსუალური თავშეკავება, რომელიც მსუბუქდება სექსუალური სიამოვნების მიღების სუროგატული (მასტურბაცია, პეტინგი), ან უნებლიე (პუოლუცია) ფორმებით;
ავერსია სექსუალური – სექსუალური პარტნიორისადმი ნეგატიური დამოკიდებულება;
აღაპე – ძვ. ბერძნ. მსხვერპლის შემცველი სიყვარული, უანგარო თვითგაცემა, საყვარელ ადამიანზე ზრუნვაში დაშლა;
ალგოლაგნია – სექსუალური კმაყოფილების მიღწევა სექსუალური პარტნიორისთვის ტკივილის მინიჭების გზით. აქტიური ალგოლაგნია – სადიზმი, პასიური ალგოლაგნია – მაზოხიზმი;
ამბივალენტურობა – განცდების გაორება, როცა ერთი ადამიანი იწვევს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობას;
ამბისექსუალობა – ტერმინი, რომელიც გამოიყენება ჰერმაფროდიტიზმის და ბისექსუალობის სინონიმად;
ანაფროდიზია – იგივე ფრიგიდულობა;
ანდროგენები – მამაკაცის სასქესო ჰორმონები (ტესტოსტერონი, ანდროსტენდიონი), რომლებიც იწვევენ მასკულინიზაციას;
ანდროგინია – ინდივიდში ქალისა და მამაკაცის თვისებების არსებობა;
ანდროგინია ფსიქოლოგიური – მასკულინური და ფემინური შკალებში მაღალი მაჩვენებლები ერთდროულად;
ანესთეზია სქესობრივი – იგივე ფრიგიდულობა;
ანორგაზმია – ორგაზმის განუცდელობა სქესობრივი აქტის პერიოდში;
ასექსუალობა – სექსუალური ლტოლვის არ ქონა;
ატრაქტულობა – ემოციური მიზიდულობა, სიმპათია, ეროტიული მიმზიდველობა;
აუტოეროტიციზმი – სექსუალური მიზიდულობა საკუთარი თავის მიმართ (ნარცისიზმი);
აფროდიზიაკა – ნივთიერება, რომელიც აატივებს სექსუალურ ლტოლვას, იწვევს აგზნებას;
აფროდიზიომანია – ფსიქიკის არაჯანსაღი ფიქსაცია აღსაგზნები საშუალებების ძებნაზე;
ბინარული – ორკომპონენტიანი;
ბისექსუალობა – ფართო გაგებით ორივე სქესისთვის დამახასიათებელი თვისებების ქონა (ანდროგინია), ვიწრო გაგებით კი – სექსუალური ლტოლვა ორივე სქესის მიმართ;
ვაგინიზმი – საშოს კედლებისა და მენჯის ფსკერის კუნთების მტკივნეული შეკუმშვა, რაც ხელს უშლის სქესობრივი აქტის განხორცილებას;
ვიკჰარიტა – სექსის სუროგატული ფორმა, როცა ფრიქციები ხორციელდება ქალის ბარძაყებს შორის;
ვირგოგამია – ქალწულებრივი ქორწინება;
ვირგჰატა – სექსის სუროგატული ფორმა, პენისის ხახუნი ქალის შორისზე;
ვირილიზაცია – მამაკაცური ნიშნების (სხეულის აგებულება, თმიანობის ტიპი, ხმის ტემბრი და ა.შ.) გაჩენა ქალებში;
თავშეკავება სექსუალური – სექსუალური აქტივობის დათრგუნვისკენ მიმართული ღონისძიებები;
ვუაიერიზმი, ვიზიონიზმი – სექსუალური კმაყოფილების მიღწევა სხვისი გენიტალიების წარმოდგენით, ან სხვისი სექსუალური აქტის თვალთვალით;
გენიტალიები - სასქესო ორგანოები;
გენოტიპი – ორგანიზმის გენეტიკური კონსტიტუცია;
ჰერმაფროდიტიზმი – ორსქესიანობა, რეპროდუქციული ორგანოების თანდაყოლილი გაორება, როცა ადამიანის მიეკუთვნება მდედრობითი, ან მამრობითი სქესისადმი;
გერონტოფილია – სექსუალური ლტოლვა მოხუცებისადმი;
ჰეტერიზმი – ძვ. საბერძ. თავისუფალი სიყვარულის ფორმა;
ჰეტერო – სხვა, განსხვავებული;
ჰეტეროსექსუალობა – საწინააღმდეგო სქესის პარტნიორებისათვის უპირატესობის მინიჭება;
ჰომოსექსუალობა – იგივე სქესის პარტნიორებისათვის უპირატესობის მინიჭება;
ჰეტეროსოციალობა – ორიენტაცია ურთიერთობებში საპირისპირო სქესის ადამიანებისადმი;
ჰომოსოციალობა – ორიენტაცია უერთიერთობებში იგივე სქესის ადამიანებისადმი;
ჰეტეროფილია – ემოციური მიზიდულობა საწინააღმდეგო სქესის ადამიანებისადმი;
ჰომოფილია – ემოციური მიზიდულობა იგივე სქესის ადამიანებისადმი;
ჰეტეროეროტიზმი – სექსუალური ლტოლვა საწინააღმდეგო სქესის ადამიანისადმი;
ჰომოეროზტიზმი – სექსუალური ლტოლვა იგივე სქესის ადამიანისადმი;
ჰიბრიზტიკა – ძველი დღესასწაული, რომელიც გამოიხატება სქესის როლური გაცვლით;
გინეკომასტია – ენდოკრინული დარღვევების შედეგად მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება;
გინეკოლოფილია – ქალებში ჰომოსექსუალიზმის სახეობა, უფროსი ქალებისადმი ლტოლვა;
ჰიპერსექსუალობა – სექსუალური ლტოლვის გაძლიერება;
პუბერტატული ჰიპერსექსუალობა – გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი ფსიქიკის ფიქსირება სექსუალურ-ეროტიულ ლტოლვებსა და სექსუალ აგზნებაზე;
ჰიპერსუბლიმაცია – სექსუალური გამოვლინენების მდგრადი დათრგუნვა სექსუალური ინტერესების გამუდმებული ჩანაცვლებით სპორტული, შემოქმედებითი, ამ წარმოებითი საქმიანობით;
ჰიპოგონადიზმი, ჰიპოგენიტალიზმი – სასქესო ჰორმონების სეკრეციის დაქვეითების გამო სასქესო ორგანპებისა და მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობა;
ჰიპოთალამუსი – შუამდებარე ტვინის ნაწილი. არეგულირებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციებს და აკავშირებს ენდოკრინულ სისტემას ნერვულთან;
ჰიპოფიზი – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მჭიდრო კავშირშია ჰიპოთალამუსთან. არეგულირებს უამრავი ორგანოს, მათ შორის, გონადების ფუნქციონირებას;
ჰირსტუტიზმი – ჭარბთმიანობა ქალებში;
ჰიფედონია – სექსუალური შეგრძნებების მოჭარბება;
ჰომო – მსგავსება, ერთი და იგივე;
ჰომოფობია – ჰომოსექსუალებისამდი ირაციონალური ზიზღი;
გონადოტროპინი – ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონები, რომლებიც ასტიმულირებენ სასქესო ჯირკვლებს აქტივობას;
გონადები – სასქესო ჯირკვლები;
გრეფენბერგის ლაქა (წერტილი) – ურეთრის უბანი, რომელიც ესაზღვრება საშოს წინა კედელს და რომლის სტიმულაციაც იწვევს ქალის ორგაზმს;
ჰუმორალური – ორგანიზმის სითხეებს მიკუთვნებული (სისხლი, ლიმფა);
ორმაგი სტანდარტი – ქალებისა და მამაკაცებისათვის განსაზღვრული ქცევის ნორმები.
კომენტარი