სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია არაბიძე: „ტექნიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით, ხუდონჰესის განლაგება ზუსტადაა შერჩეული“

პალიტრა ტვ“- ეთერში, ხოდონჰესის პროექტზე მსჯელობისას, ენერგეტიკოსმა სიმონ ბახტურიძემ სცადა ალტერნატიულ პროექტებზე ესაუბრა. ის საუბრობდა სოფელ ხაიშის ზემოთ კაშხლის აგებაზე, რასაც სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა გია არაბიძემ უპასუხა: „ვიცნობ სქემას, რომელიც კაშხლის ზემოთ გადატანას ითვალისწინებს, თუმცა, ამის თაობაზე მხოლოდ ბატონი სიმონისაგან ვიცი და მეტი არავისგან. სქემას, რომელიც კაშხლის ზემოთ გადატანას ითვალისწინებს, აქვს მხოლოდ ბატონ სიმონს. ეს მხოლოდ ნახაზის სახითაა წარმოდგენილი, მაგრამ ამ სქემის არანაირი კვლევა არ მაქვს მოსმენილი სპეციალისტებისაგან: არც ჰიდროლოგებისგან, არც გეოლოგებისგან და არც სეისმოლოგებისგან. ამიტომ, მხოლოდ ფურცელზე დახაზულ სქემაზე რაიმე შეფასების გაკეთებისგან თავს შვიკავებდი.

80-იან წლებში არსებობდა კვლევები კაშხლის ზემოთ გადატანასთან დაკავშირებით. სპეციალისტები მეუბნებიან, რომ გარკვეული პრობლემა არსებობს. კერძოდ კი, ძვრისა და მარცხენა ფერდის პრობლემაა. ამის თაობაზე ცალსახად საუბრობენ მეცნიერები, რომელთაც ძალიან დიდ პატივს ვცემ - დაწყებული ემილ წერერთლიდან, ძალიან ბევრი მეცნიერი საუბრობს ამაზე. მე ვერ ვნახე ვერც ერთი გეოლოგის დასკვნა, ვერც ერთი კომპეტენტური ჰიდროლოგისა თუ სეისმოლოგის დასკვნა, რომელიც იტყვის, კი ბატონო, ავწიოთ კაშხალი და ამით არავითარი პრობლემა არ შეიქნებაო.

ავიღოთ თუნდაც ჰოლანდიელების დასკვნა, სადაც ცალსახად წერია - ტექნიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით, კაშხლის განლაგება არის ზუსტად შერჩეული და ზუსტადაა მინიშნებული ის ადგილი, სადაც ხუდონჰესის კაშხალი უნდა აშენდეს. ამ შემთხვევაში კი მე მაქვს მხოლოდ ბატონი სიმონის ნაფიქრალი და ნააზრევი, გადმოტანილი ქაღალდზე, რაც შესაბამისი კვლევებით გამაგრებული არ არის. პროექტს რომ თავი დავანებოთ, სადაც ბატონი სიმონი მიანიშნებს, ქანების მოძრაობა სახიფათოა, მძიმეა და არ შეიძლება იქ კაშხლის აშენება!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100