სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სააკაშვილის დაპატიმრებას მსოფლიო არ მოიწონებს, რადგან დღეს მისი რეიტინგი საქართველოს რეიტინგზე მაღალია"

სააკაშვილის დაპატიმრებას მსოფლიო არ მოიწონებს, რადგან დღეს მისი რეიტინგი საქართველოს რეიტინგზე მაღალია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში აცხადებს.
ამიტომ, დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლება და საზოგადოება არჩევანის წინაშე დგანან.
"ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტონ, საქართველო უფრო მნიშვნელოვანია, თუ მიხეილ სააკაშვილი. თუ სააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიო ამას არ მოიწონებს. სამწუხაროდ, დღეს სააკაშვილის რეიტინგი საქართველოს რეიტინგზე მაღალია", - აცხადებს ბერძენიშვილი.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ გამოძიების შემთხვევაში სააკაშვილის დანაშაული გამოიკვეთება და მისი დაპატიმრება აუცილებელი გახდება, თუმცა ფიქრობს, რომ ეს წარსულსა და მომავალს შორის არჩევანის ტოლფასია.
"უღირს კი ეს ქვეყანას, რომელიც ასეთი არჩევანის წინაშეა – ევროკავშირი თუ მიხეილ სააკაშვილზე შურისძიება, ანუ მომავალი თუ წარსული. ეს ამ ხელისუფლების სერიოზული პრობლემაა. ჩემი აზრით, ეს საკითხი შეიძლება, სხვაგვარადაც გადაწყდეს – იგი გმირად არ გამოვაცხადოთ, მაგრამ არც დავიჭიროთ",- აცხადებს დეპუტატი.
ლევან ბერძენიშვილთან ინტერვიუ "ყველა სიახლის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100