სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კვენტინ ტარანტინო ლედი გაგას ფილმში გადაიღებს

შავი იუმორის მოყვარულმა რეჟისორმა, კვენტინ ტარანტინომ გადაწყვიტა, თავისი შემოქმედება ეპატაჟურ სტილში წაიყვანოს და ამისთვის აპირებს, არაორდინალური ლედი გაგა საკუთარ ფილმში გადაიღოს.

გაგაზე შთაბეჭდილების მოსახდენად ტარანტინომ ის ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შეახვედრა. ცნობილია, რომ ლედი გაგა, ჰოლივუდის ამ წყვილის დიდი თაყვანისმცემელია.

მსახიობები ამჟამად კანში იმყოფებიან. გაგაც იქ არის. ის ფესტივალის გახსნაზე სიმღერის შესასრულებლად მიიწვიეს. ანჯელინასთან და ბრედთან ერთად საღამოს უმა თურმანი, ჯონი დეპი და კენი უესტიც ესწრებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100