სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოზი ოზბორნი საკუთარი დაკრძალვის სცენარს წერს

62 წლის როკერი, ოზი ოზბორნი საკუთარი დაკრძალვის დადგმას აპირებს და სცენარზე მუშაობაც კარგა ხანია დაიწყო.

ოზბორნის განცხადებით, გამოსათხოვარ ცერემონიალზე არ სურს, მისი ოჯახის წევრები დარდსა და ტირილს გადაჰყვნენ. მომღერალს უნდა, დაკრძალვაზე შავი იუმორი დიდი რაოდენობით მოხვდეს.

„მაგალითად, მსურს ჩემი პირადი ექიმი ადგეს და თქვას, რომ მე ცოცხალი დამმარხეს, ან რამე მაგის მსგავსი“ - წერს საკუთარ სვეტში ”The Sunday Times-ში” ლეგენდარული მუსიკოსი.

ზოგადად, ოზის ხშირად ახასიათებს ცხოვრების მიმართ აგდებული დამოკიდებულება და არც შავი იუმორი აკლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100