სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა. პრეზიდენტი დაშავებულების ექიმებს ესაუბრა და დეტალურად გამოიკითხა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 დაშავებული მკურნალობს. შედარებით მძიმეა 22 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება ასევე ორი ქალი, რომლებიც თავის ტვინის შერყევით ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობენ.

რაც შეეხება დაშავებულ 6 წლის ბავშვს, იგი ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მასზე დაკვირვება მიმდინარეობს და სახლში, სავარაუდოდ, დღესვე გაწერენ. ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაძე მდებარე 4-სართულიან სახლის მე-3 სართულზე აფეთქება დღეს მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100