სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთთან სავიზო რეჟიმი ოფიციალურად უკვე გაუქმებულია

საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი უკვე ოფიციალურად გააუქმა. "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა პრეზიდენტის 28 თებერვლის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ცვლილება "ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში შევიდა.

ბრძანებულების მიხედვით, დადგინდა რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ.
ბრძანებულება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, უკვე ძალაშია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100