გორიდან ზემო სვანეთამდე - გიგა მაქარაშვილის საპროტესტო მსვლელობა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მორიგ აქციას იწყებს. 47 დღის განმავლობაში გიგა მთელ საქართველოს ფეხით შემოივლის, თარიღები კი სიმბოლურად შეარჩია - 9 აპრილიდან 26 მაისამდე.
სიმბოლურია მარშრუტის დაწყებისა და დასრულების ლოკაციებიც. მაქარაშვილი თავდაპირველად გორში ჩავა, აქცია-მსვლელობას კი სვანეთში დაასრულებს.
სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული მორიგი აქცია-მსვლელობა ერთგვარი დამოუკიდებლობის მარშია.
„ვივლი 47 დღე, 50-მდე ქალაქია, 400-ზე მეტი სოფელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი შემოუერთდება ამ დამოუკიდებლობის მარშს და ყველა ერთად ვიტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია. გორიდან აღმოსავლეთით წავალთ და კასპის გავლით მცხეთა-თბილის. მერე უკვე კახეთი სრულად, ქვემო ქართლი. იქიდან სამცხეთში გადავალ, მერე დავბრუდები ისევ ქართლში და იმერეთს დავიწყებ. მერე რაჭა, გურია, აჭარა, სამეგრელო და ბოლოს სვანეთი" - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.
კომენტარი