სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში ვაჭრობის ფინანსირებაში საუკეთესო ბანკად აღიარა

საერთაშორისოდ აღიარებულმა ფინანურმა ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით.

ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ტექნოლოგიების ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვა.

თიბისი ბანკი ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, წლების განმავლობაში, თიბისი ბანკმა საკუთარ მომხმარებელს არაერთი პროდუქტი შესთავაზა. ვაჭრობის ფინანსირების სფეროში ბანკს საერთაშორისო აღიარება მოპოვებული აქვს ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა - EBRD, ADB, Commerzbank.

Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100