ასე დახვდა საავადმყოფოდან გამოწერილ ალექსი პეტრიაშვილს ეკა მიშველაძე სახლში
"ეს დღეც სრულდება.. პირველი დღე იმ უბედურების შემდეგ! ჩვენს სახლში, ისევ ერთად და ისევ ბედნიერები. აქამდე ვერ მოვახერხე... ხან მეშინოდა, ჯერ სახლში მივიდეთქო და ეხლა უნდა ვთქვა როგორი მადლობელი ვარ თქვენი ყველასი ადამიანებო! მეგობრებო, ნაცნობებო, უცხოებო, ახლობლებო, ოჯახის წევრებო, უცნობებო! ვერაფრით ვერ გადმოვცემ მადლიერებას რესპუბლიკური საავადმყოფოს არაჩვეულებრივი ექიმების, ექთნების, სანიტრების და მთელი პერსონალის მიმართ! ჩემი განსაკუთრებული მადლობა: ლევან თოხაძეს, კიდევ უფრო დიდი მადლობა აწ უკვე ჩვენს მეგობარს და არამარტო ექიმს დავით ლოლაძეს, გიორგი ასათიანს, ავთო იმედაძეს, ვლადი პაპავას, ლევან დონაძეს, გივის და ნიკუშას, ქალბატონები მაკას, გულიკოს! რომ არა თქვენი პროფესიონალიზმი, დღეს ჩვენ ასე არ ვიქნებოდით: ისევ ერთად და ისევ ბედნიერები! მიხარია რომ ასეთები ხართ! მადლობა ნინო შუბლაძეს, ხატია მოისწრაფიშვილს- იცით თქვენ რატომაც! და რაც მთავარია: მადლობა უდიდესი იმ ქალბატონს, სასაფლაოს მახლობლად რომ ცხოვრობს და მისი კივილით ბუკა, რომ გადაარჩინა! მასთან მისვლასაც ვგეგმავ, პირადად უნდა ვუთხრა მადლიერება მოქალაქეობრივი შეგნებისთვის!", - წერს ჟურნალისტი.
კომენტარი