სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხანძარი გურჯაანში

ხანძრის შედეგად, გურჯაანში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი ალხაზიშვილების საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა და მეზობელ სახლზეც გადავიდა.

დაზარალებულების თქმით, ცეცხლის გამომწვევი მიზეზი მოძველებული ელექტროსადენი იყო. ხანძრის შედეგად ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები განადგურდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ჯგუფი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100