სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთმა სამხედრო გემები სირიის მისადგომებთან გაგზავნა

სამშაბათს რუსეთის ხელსიუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთისკენ 11 სამხედრო გემი გაგზავნა, ამ გემებიდან კი რამდენიმე სირიის მისადგომებსაც მიუახლოვდება.

„ამ მანევრით რუსეთს სურს მსოფლიოს საკუთარი სამხედრო ძალა დაანახოს“, - აღნიშნავენ ექსპერტები.

მსგავსი ქმედება ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულებას რუსეთ-სირიის ურთიერთობასთან დაკავშირებით, უფრო მეტად ამძაფრებს და ეს ყოველივე გაურკვევლობის ახალ საფუძველად წარმოჩინდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსეთის მხრიდან მსგავს ქმედებას უკვე ჰქონდა ადგილი. მაგრამ ადრე მხოლოდ ორი ან სამი სამხედრო გემით შემოიფარგლებოდა. ექსპერტების აზრით თერთმეტი სამხედრო გემის ჩაშვება ხელტაშუა ზღვაში რუსეთის მხრიდან გადაჭარბებულია და ჯერჯერობით უცნობია თუ რას შეიძლება მიეწეროს მსგავსი ნაბიჯი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100