ზუგდიდში მამაკაცი მოკლეს
ზუგდიდში, საკონსერვოს დასახლებაში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის ცივი იარაღით მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა.
შემთხვევა „საკონსერვოს დასახლებაში“ რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ბიზნესდავა სახელდება.
კომენტარი