რუსმა ტელეწამყვანმა ობამას შუათითი უჩვენა
ორშაბათს რუსეთის ერთ–ერთმა ტელეწამყვანმა სრულიად ამერიკა გააოგნა, როცა რეპორტაჟის შუაში მან ხელი ასწია და გააკეთა უხეში ჟესტი, მას შემდეგ რაც წარმოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელი.
ტელეწამყვანი ტატიანა ლიმანოვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის APEC–ის სამიტზე გამოსვლასთან დაკავშირებით საუბრობდა. რეპორტაჟის დროს, მან აღნიშნა, რომ მედვედევი მალე გახდება APEC–ის ხელმძღვანელი და მიიღებს იმ თანამდებობას, რომელიც ადრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ჰქონდა დაკავებული.
სიტყვების, „ბარაკ ობამას“ შემდეგ, მან მარცხენა ხელი ასწია და შუა თითი გაშალა. ეს სურათი კი დიმიტრი მედვედევის სამიტზე გამოსვლის ამსახველმა კადრებმა შეცვალეს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟესტი ამერიკაში მეტად შეურაცხმყოფელ ქმედებად ითვლება, ზუსტად არავინ იცის ანალოგიური დატვირთვა აქვს თუ არა მას რუსეთის ფედერაციაში. იქნებ ჟურნალისტმა ამ გზით საკუთარ პრეზიდენტს უსურვა წარმატება?
რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში, აღნიშნული ჟესტის ექვივალენტად არა შუა თითის, არამედ საჩვენებელი თითის ჩვენება ითვლება.
The Blaze იუწყება, რომ „რენ–ტევე“ რუსეთში ერთ–ერთი უმსხვილესი კერძო ტელეკომპანიაა, მისი აუდიტორია კი 113 მილიონი ადამიანისგან შედგება.
კომენტარი