სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილ ფეხბურთელს დედის შეყვარებულის შეურაცხყოფისთვის ლგბტ-აქტივისტები სასამართლოში უჩივიან

ლგბტ-აქტივისტები ბრაზილიელ ფეხბურთელ ნეიმარს სასამართლოში უჩივიან. გამოცემა Terra-ს ცნობით, ამის მიზეზი გახდა შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომლითაც ნეიმარმა თავისი დედის შეყვარებული, 23 წლის ტიაგო რამოსი მოიხსენია.

9 ივნისს გამოცემა Mundo Deportivo-მ გაავრცელა ნეიმარისა და მისი მეგობრების სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელზეც ნეიმარი დედის შეყვარებულს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს. ლგბტ-აქტივისტებმა დაიქირავეს ადვოკატი, რომელიც აუდიოჩანაწერს შეისწავლის და თუ მასში ჰომოფობიის შემცველ განცხადებებს იპოვის, ფეხბურთელს სასამართლო დავა ელოდება.

ნეიმარის დედის, ნადინ გონსალვესის და ტიაგო რამოსის ურთიერთობის შესახებ ცნობილი 12 აპრილს გახდა. მოგვიანებით მედია წერდა, რომ ნეიმარის დედა 23 წლის შეყვარებულს დაშორდა, იმიტომ, რომ ის კაცებს ხვდებოდა. თუმცა მაისის ბოლოს „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის დედამ შეყვარებულს მეორე შანსი მისცა და ახლა ისინი კვლავ ერთად არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100