"მან მე ბეჭედი მაჩუქა" - ლინა დანემი ბრეტ პიტთან სკანდალური კოცნის დეტალებზე ალაპარაკდა
2019 წლის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრემიერაზე ლინა დანემმა ბრეტ პიტს ტუჩებში აკოცა, ამის დამადასტურებელი ფოტოც გავრცელდა მაშინ ყვითელ პრესაში, თუ როგორ კოცნის ლინა ფილმის "ერთხელ ჰოლივუდში" პრემიერაზე მსახიობს.
თითქმის ერთი წლის შემდეგ, ლინამ კომენტარი გააკეთა მის საქციელზე (რომელსაც სოციალურ ქსელში უკვე უწოდეს "ყველა გოგოს ოცნება"). ენდი კოენისთან ინტერვიუში, ვარსკვლავმა აღიარა, რომ მას დღემდე არ სცხვენია ამ სასაცილო შემთხვევის გამო.
” მე პიტს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მის ჩახუტებას და ყურში რაღაცის თქმას ვაპირებდი, ცუდად მომიხვდა ტუჩი, სწორედ ამ დროს გადაგვიღეს ის სკანდალური ფოტოც, არც კი მიკოცნია მისთვის" -აცხადებს ლინა.
სხვათაშორის, პიტი ნამდვილი ჯენტლმენი აღმოჩნდა. ის მიხვდა, რომ ფოტოს შემდეგ ლინა განერვიულდა, საგრიმიოროში გაიყვანა ის და პიცა მიირთვა გოგონასთან ერთად. ”მე მაშინ ვუთხარი, რომ მომწონს მისი ბეჭედი. მან ის ეგრევე ხელიდან მოიხსნა და გამომიწოდა. ყოველ ჯერზე, როცა ბეჭედს ვატარებ, ჩემთვის რაღაც საოცარი ხდება . კიდევ უფრო შემიყვარდი პიტი ამის შემდეგ!”, - აცხადებს მსახიობი.
უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი