სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გაითვალისწინეთ, რომ დღეს არაფრის შცვლა არ ღირს! თუ კარდინალური გადაწყვეტილებების მიღებას მოგთხოვენ ეცადეთ თავი აარიდოთ პირდაპირ პასუხს. გაფრთხილდით გადაწყვეტილებების მიღებისას, დღეს უმჯობესია ახალი კონტაქტები დაამყაროთ.

კურო
ნუ იქნებით ამბიციური. თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ და სწორად შეაფასებთ მოვლენებს, წარმატებას სწრაფად მიაღწევთ. საღამოს სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.

ტყუპები
ოჯახში სიმყუდროვესა და სითბოს შეიქმნით. დღის მეორე ნახევარში შეიძლება არასასიამოვნო ცვლილებებიც გაჩნდეს. პირად ცხოვრებში ერთგვარი სიფრთხილე გმართებთ. არავითარ შემთხვევაში ძალის გამოყენებით არ სცადოთ წარმატების მიღწევა. თქვენი მიზნები დღეს თანდათანობით შესრულდება. გელით სხვადასხვა სიურპრიზი და სიხარული.

კირჩხიბი
დღეს, საქმიან ცხოვრებაში წარმატებული პერიოდი დაგიდგებათ, რთულ პროექტებსაც კი ადვილად განახორციელებთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან სასიამოვნო ურთიერთობა გელით.

ლომი
ზედმეტი ნერვიულობა არც თქვენ გარგებთ და ამით გარშემომყოფებსაც გააღიზიანებთ, ამიტომ ჯობს, დამშვიდდეთ, ყველაფერი კრგად აწონ-დაწონოთ და გამოსავალი ისე მოძებნოთ. მართალია, ახალი ნაცნობობა ბევრ სარგებელს მოგიტანთ, მაგრამ ნურც ძველ მეგობრებს დაივიწყებთ.

ქალწული
თუ ჯერ კიდევ არ გიშოვიათ ბევრი ფული,ის ხომ მაინც კარგად იცით, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ ამას?! ჰოდა, იფიქრეთ იდეების განხორციელებაზე და დასახული მიზნის განსახორციელებლად შრომას ნუ დაიზარებთ. დღეს თქვენს გონებაში სრული ქაოსია. თქვენ თვითონაც არ იცით რა გსურთ.

სასწორი
დღეს ბევრი საქმე გამოგიჩნდებათ, მაგრამ თუ ძალებს არ დაიშურებთ საღამოსთვის გაუმკლავდებით მათ. თუ გსურთ მიაღწიოთ წარმატებას საქმეში, არ უნდა დაიშუროთ დრო და ენერგია, შრომა სათანადოდ დაგიფასდებათ.

მორიელი
არსად გეჩქარებათ, აკეთეთ ყოვედღიური საქმე და დაელოდეთ უკვე გაკეთებული საქმეებიდან რეზულტატს. მალე გამოგიჩნდებათ სარფიანი წინადადებები.

მშვილდოსანი
დღეს ბიზნესთან დაკავშირებული ნებისმიერი წამოწყება მოგებას მოგიტანთ. მიღწეულით ნუ დაკმაყოფილდებით, სწორ გზას ადგახართ, ასე გააგრძელეთ.

თხის რქა
დღეს ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. თქვენ მიერ გაკეთებულ სასიკეთო საქმეებს დიდი ინტერესითა და აღფრთოვანებით დაუწყებენ გაანალიზებას. ზოგი ეცდება რომ თქვენზე უარყოფითი თქვას, მაგრამ თქვენი შრომისუნარიანობა და ორგანიზებული ხასიათი დაარწმუნებს ხელმძღვანეოლობას , რომ დაგაწინაუროთ.

მერწყული
დღეს არაფრის შეცვლა არ ღირს. არაა საჭირო საქმეების გარჩევა და უსარგებლო შეკითხვების დასმა. უმჯობესია დასახულ გზას არ ასცდეთ და დინებას მიჰყვეთ.

თევზები
თუ დღეს ოპტიმიზმს შეინარჩუნებთ, მაშინ ხასიათი და განწყობა კარგი გექნებათ. ეცადეთ დღეს ერიდოთ უარყოფით ემოციებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100