Merkava Mk.4 ისრაელის შეიარაღებაში
ძირითადი საბრძოლო ტანკი მერკავა მკ.4 ისრაელის არმიამ შეიარაღებაში 2004 წელს მიიღო. ტანკი წარმოადგენს ძირითადი საბრძოლო ტანკ მერკავა მკ.3.-ის ღრმად მოდერნიზებულ, განვითარებულ და გაუმჯობესებულ ვარიანტს.
უახლესი მერკავა ცოტათი უფრო დიდია, ვიდრე მისი „წინაპარი’“ მკ.3. ახალი ძირითადი საბრძოლო ტანკი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაცული ტანკი მსოფლიოში. ტანკს აქვს უახლესი ჯავშანი, მას ასევე გააჩნია ახალი ძრავა, რომელიც მდებარეობს ტანკის წინა ნაწილში და ერთგვარად აძლიერებს ტანკის შუბლა ჯავშანს. აქვს უახლესი მოდულარული ჯავშანი. ფსკერის დაჯავშნაც ასევე გაძლიერებულია და ის უკეთ იცავს მას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან.
ტანკი შეიარაღებულია 120 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხით, რომელსაც შეუძლია გაისროლოს სხვადასხვა დანიშნულების 120 მმ-იანი ჭურვები. ტანკში ათი ჭურვი მოთავსებულია ნახევრადავტომატურ რევოლვერულ დამტენში და ნებისმიერ დროს მზადაა სასროლად. დანარჩენი ჭურვები ცალ-ცალკე მოთავსებულია სპეციალურ დაჯავშნულ კონტეინერებში, რაც იცავს ეკიპაჟს ამუნიციის აფეთქებისაგან.
მერკავა აღჭურვილია უახლესი ცეცხლის მართვის სისტემით. ტანკს აქვს მაღალი შედეგიანობა საჰაერო სამიზნეებთან, განსაკუთრებით კი შვეულმფრენების წინააღმდეგ ბრძოლაში. ტანკის ეკიპაჟი ოთხი კაცისაგან შედგება, ესენია: ტანკის მეაური, მსროლელი, დამტენი და მძღოლი. ამასთან ერთად, ტანკს შეუძლია გადაიყვანოს რვა სულად აღჭურვილი ჯარისკაცი ან სამი დაჭრილი მებრძოლი, რომლებიც ავტოდამტენის ადგილას თავსდებიან. დესანტს ტანკში შესვლა და მისი დატოვება შეუძლია ტანკის უკან განთავსებულ საავარიო გასასვლელიდან. მერკავა მკ.4 არასოდეს გასულა ექსპორტზე.
Army.ge
კომენტარი