სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ გამოიყურება ახლა და როგორი იყო მანამდე კემეროვოში დამწვარი სავაჭრო ცენტრი და რას პასუხობენ დაკავებულები სასამართლოს

25 მარტს რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის დეტალებზე უამრავი სიუჟეტი კეთდება და კიდევ ურო მეტი მასალა იწერება. ყოველ დღე ირკვევა ახალი დეტალები და გამოძიება ყველა საჭირო ფაქტს აგროვებს, რაც ხანძრის გამომწვევი მიზეზების გარკვევაში დაეხმარება.

ამ ეტაპზე დაკავებულები არიან ადამიანები, რომლებიც შენობის უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს. ოთხი ადამიანი გამოძიებამ მომხდარიდან 72 საათის განმავლობაში დააკავა, ესენი არიან: სავაჭრო ცენტრის ტექნიკური დირექტორი და მფლობელი გიორგი სობოლევი, ტექნიკური მოხელე, რომელიც შენობის უსაფრთხოებასა და ცეცხლსაწინააღმდეგო სიტუაციების მართვაზე აგებდა პასუხს, იგორ პოლოზინენკო, ასევე სავაჭრო ცენტრის ადმინისტრატორი ნადეჟდა სუდინოვა და თანამშრომელი, რომელსაც სიგნალიზაციების კონტროლი ებარებოდა, ალექსანრ ნიკიტენი. დაკავებულები ხანძრის გაჩენაში საკუთარ ბრალეულობას ვერ ხედავენ და მომხდარზე საკუთარ ვერსიებს უამბობენ სასამართლოს. როგორც ნადეჟდა სუდინოვა აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ ცეცხლი განზრახ არის გაჩენილი.

საქმეზე იკითხებიან ასევე თვითმხილველები, რომლებიც იმ მომენტში სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდნენ.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ცეცხლი, რომელიც მეოთხე სართულზე გაჩნდა, ბავშვთა გასართობი დარბაზიდან დაიწყო, რადგან იქ განთავსებული ბატუტები ისეთი მატერიისაა, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს წვას, აქვს შავი კვამლი და მარტივად აალებადია. მისი კვამლის შესუნთქვიდან ცოტა ხანში ადამიანი სუსტდება, შემდეგ კი გონებას კარგავს. თუმცა სპეციალისტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ელექტრო გაყვანილობის გამო გაჩენილიყო ცეცხლი. უცნაურია ის ფაქტიც, რომ არც სიგნალიზაცია ჩაირთო, როდესაც კვამლი დატრიალდა და არც ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობამ გაუშვა წყალი.

ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გვამების იდენტიფიცირების პროცესი დეენემის ანალიზზე დაყრდნობით, რადგან გარდაცვლილთა ნაწილი იმდენად არის დამწვარი, რომ მათი ამოცნობა ვერ ხერხდება.

სულ ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამ, რომელმაც ხანძრის დროს თავისი ოთხი შვილი დაკარგა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია არაოფიციალური ხასიათისაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100