სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სატვირთო ავტომობილი ნიქოზიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა

დღეს, 6 სთ 50 წუთზე, ნიქოზი-გორის სარკინიგზო მონაკვეთის მე-7 კილომეტრზე გრაფიკის დაცვით მოძრაობდა მატარებელი N605, რა დროსაც სატვირთო მანქანის მძღოლმა ვერ შეძლო მანქანის დამორჩილება და ნიქოზიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ საგარეუბნო სამგზავრო მატარებელს (#605) სარკინიგზო გადასასვლელზე გვერდიდან შეეჯახა, რამაც მატარებლის ლიანდაგიდან აცდენა გამოიწვია. არც ერთი მგზავრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ჯანმრთელობის მცირედი დაზიანება მიიღო სატვირთო მანქანის მძღოლმა. შემთხვევის ადგილზე პრობლემის აღმოსაფხრვრელად საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად გამოცხადნენ და ყველა საჭირო სამუშაო დროულად შეასრულეს. აღნიშნულ შემთხვევას არ გამოუწვევია სხვა მატარებლების შეფერხება და ყველა მატარებელი გრაფიკის შესაბამისად გადაადგილდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100