სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სიბნელეში ვარ და ხელებს ვაცეცებ" - გიორგი ბახუტაშვილის ინტერვიუ "დრონი.ჯი"-სთან

გიორგი ბახუტაშვილი, რომელიც მაყურებელმა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისმა ნათამაშებმა „ცოტნეს“ პერსონაჟმა მსახიობს თაყვანისმცემელთა არმია დაუგროვა. სერიალამდე ბახუტაშვილი მუსიკისა და დრამის თეატრში თამაშობდა და დღემდე აქტიურად აგრძელებს მუშაობას. სხვადასხვა პროექტებმა გიორგი „ცეკვავენ ვარსკვლავებამდე“ მიიყვანა. პარალელურად კი იმედის ახალ შოუზეც მუშაობს. „მეგობრები“ მისთვის ახალი გამოწვევაა, რომელსაც დიდი მონდომებით ეკიდება. „დრონი.ჯი“-ს ინტერვიუ გიორგი ბახუტაშვილთან „ცეკვავენ ვარსკვლავებსა“ და მის სამომავლო გეგმებზე:

რატომ გადაწყვიტეთ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის მიღება?

რატომაც არა! ადრეც იყო შემოთავაზება, მაგრამ რაღაცეები ემთხვეოდა და არ გამოდიოდა წინა წლებში. ახლა ისე დალაგდა საქმეები, რომ დავთანხმდი.

როგორ ფიქრობთ ჟიური მკაცრი არის თქვენს მიმართ?

კი, სიმკაცრეს მიჩვეული ვარ, მაგრამ გადაჭარბებულად მკაცრად არ მაფასებენ.

კონკურენტად ვის აღიქვამთ?

ყველა ჩემი კონკურენტია. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ეს კონკურენციას არ გამორიცხავს. ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს.

მეწყვილეზე რას გვეტყვით, როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს?

ჯულიანა ძალიან კარგი გოგოა და ძალიან შევეწყვეთ ერთმანეთს.

რამდენად გაქვთ გაამრჯვების შანსი?

იმდენად მნიშვნელოვანია ცეკვის მომზადება, რომ ნელ-ნელა მიდიხარ მაგ ნაბიჯამდე და სხვებთან ერთად, ჩვენც გვაქვს გამარჯვების შანსი.

მომავალში, თქვენს პროფესიაში თუ დაგეხმარებათ ეს გამოცდილება?

ძალიან დაეხმარება, ჯილდოების და სტატუსების გარდა ბევრ რამეს გაძლევს პროექტი. ფორმაში ხარ, ემზადები ფიზიკურად.

რა ხდება თქვენს კარიერაში, ამჟამად რაზე მუშაობთ?

თეატრში ვმუშაობ აქტიურად, ფილმები კი ჯერ-ჯერობით არაა.

ახალ პროექტზეც რომ გვითხრათ, იმედის ეთერში შოუ „მეგობრები“ დაიწყო, თქვენ რამდენად მოგწონთ ამ პროექტზე მუშაობა და რატომ უნდა უყუროს მაყურებელმა?

ეს ჩემთვის ახალია, მე თვითონაც სიბნელეში ვარ და ხელებს ვაცეცებ. ძალიან საინტერესოა, ახალი სტილია. აქამდე მსგავსი რამ არ გამიკეთებია და ვნახოთ რა გამოვა, სეზონები გვაჩვენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100