სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი სამხედროები ავღანეთში 2014 წლის შემდეგ კონსულტანტებად და ტრენერებად იმუშავებენ

გადაწყვეტილია, რომ ქართველი სამხედროები 2014 წლის შემდეგ ავღანეთში აუცილებლად იქნებიან ტრენერების და კონსულტანტების სახით წარმოდგენილი , - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მთავრობის ღია მმართველობის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ძალიან კარგი საწვრთნელი ბაზები აქვს და არ არის გამორიცხული ამ ფორმითაც გაუწიოს დახმარება ავღანეთის მთავრობას.
"ძალიან მალე გახდება ცნობილი რა ფორმით და რა მოცულობით გააგრძელებს საქართველო ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობას. ამ საკითხში აქტიურად არის ჩართული თავდაცვის სამინისტრო", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
რაც შეეხება იმას, რომ 2014 წლის შემდეგ ISAF-ის კონტიგენტები ავღანეთს ტოვებენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სრულად დატოვებენ, მოხდება ეტაპობრივი გამოსვლა. პეტრიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაწილი გამოვა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩება. "მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩება, რადგან "თალიბანმა" არ მოიკიდოს ისევ იქ ფეხი", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა შესთავაზოს ავღანეთიდან ტექნიკის და შეარაღებული კონტიგენტის უკუტრანზიტისათვის. როგორც სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, ტექნიკის და შეარაღებული კონტიგენტის გამოყვანა ერთ წლის საქმე არ არის და ამ საკითხზე აქტიურად მიდის მუშაობა მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ აზერბაიჯანთან და თურქეთთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100