სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ საუბრობს კბილაშვილი პრეზიდენტის დაკითხვაზე?

მთავარი პროკურორი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას არ გამორიცხავს. არჩილ კბილაშვილის თქმით, ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაიკითხოს მოწმის სტატუსით, მათ შორის პრეზიდენტიც, რადგან მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არც ერთი თანამდებობის პირის მიმართ გამონაკლისს არ უშვებს.

თუმცა, რა საქმეზე საუბრობს მთავარი პროკურორი, უცნობია.

პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობაში გამოეხმაურნენ.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ქვეყნის პირველი პირის დაკითხვაზე დაბარება არასწორია. მაგრამ თუ იქნება კითხვები, გამოძიება მიიღებს პასუხებსაც, - აცხადებს უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100