თბილისში დღეიდან ამინდი გაუარესდება
თბილისში ამინდი დღეიდან მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი, ტემპერატურა კი 6 გრადუსამდე იქნება. ასევე, ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც, სადაც ტემპერატურა 6-7 გრადუსს მიაღწევს.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უამინდობა თვის ბოლომდე გაგრძელდება, 1-2 აპრილს კი შედარებით გამოიდარებს.
მარტის ბოლოდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.
კომენტარი