სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იტალიელებმა სილვიო ბერლუსკონის "ბელა ჩაო" ქუჩებში უმღერეს

იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის რეზიდენციასა და პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი მოქალაქეები ბერლუსკონის იტალიელი პარტიზანების სიმღერით "ბელა ჩაო" დაემშვიდობნენ.

გუშინ ღამით იტალიის დედაქალაქ რომში ხალხი სილვიო ბერსუკონის გადადგომას ზეიმობდა.

ბერლუსკონიმ გადადგომის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტს ჯორჯო ნაპოლიტანოს წარუდგინა.

ნეაპოლიტანომ ახალი მთავრობის არჩევის მიზნით პარლამენტის ორივე პალატის წარმომადგენლებთან კონსულტაციები უკვე დაიწყო.

ახალ მთავრობას ქვეყანისთვის საფინანსო კატასტროფის თავიდან აცილება მოუწევს.

ახალი ადმინისტრაციის ფორმირება სავარაუდოდ, ყოფილ ევროკომისარს მარიო მონტის დაევალება.

იტალიის ექს-პრემიერ-მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 8 ნოემბერს იტალიის ეროვნული პარლამენტის ქვედა პალატაში ხმების უმრავლესობა დაკარგა. მის წინააღმდეგ არა მხოლოდ ოპოზიციონერები, არამედ ზოგიერთი მისი საკუთარი პარტიის წარმომადგენელიც კი გამოვიდა.

სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2008 წლიდან იკავებდა. იქამდე იგი მთავრობას 1994 და 2001-1006 წლებში ხელმძღვანელობდა. ამჯერად 75 წლის ექს-პრემიერი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100