სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბოლნისის ორ სოფელში ვითარება რთულია...პრაქტიკულად იქ იტალია ხდება" - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვმული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბოლნისში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვითარება ძალიან რთულია.

„სამუშაო შეხვედრა ეძღვნებოდა ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და თეთრიწყაროს რაიონში არსებულ სიტუაციას.

მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვითარება ძალიან რთულია. ვიტყოდი, რომ თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, პრაქტიკულად იქ იტალია ხდება, ტესტირების მაჩვენებლებიც ამ რეგიონში არ ჩამოუვარდება გერმანიის მაჩვენებლებს.

მსჯელობა იყო იმაზე, როგორ, რა გზებით, რა საშუალებებით მოხერხდეს მოხერხდეს სიტუაციის კონტროლი, მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ამ ორ სოფელში, სადაც პრინციპში ყველაზე დიდი პრობლემაა“, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100