სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გერმანიის პოლიცია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტოს აქვეყნებს

ბერლინის პოლიციამ, 48 წლის მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც გერმანიის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამოა დაპატიმრებული.

სამართალდამცავ ორგანოებს სავარაუდო მოწმეებისგან ან მისი ნაცნობებისგან დამატებითი ინფორმაციის მიღების იმედი აქვთ.

სავარაუდო დამნაშავის ფოტოს ველოსიპედის და „ელექტროსკუტერის“ სურათებიც ახლავს, რომელთა საშუალებითაც ის მიმალვას ცდილობდა. ბერლინის პროკურატურის მონაცემებით, ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა და სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვასთან არის დაკავშირებული. მოსკოვში ამას უარყოფენ.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ცეცხლსასროლი იარაღით გასულ კვირას რაიონ მოაბიტში მდებარე პარკ „პატარა ტირგარტენში“ მოკლეს. გამოძიების ვერსიით, მკვლელი ხანგოშვილს ველოსიპედით მიუახლოვდა და რამდენჯერმე ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. პოლიცია თავდასხმის მოტივის დადგენას ცდილობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100