სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლაგოდეხში ავარიას 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ლაგოდეხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებულები ლაგოდეხის "არქიმედეს კლინიკაში“ გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100