სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალმა მეგობრის ხუთი თვის შვილი მოიპარა და ნაგვის პარკში გახვეული ქუჩაში დააგდო

კამბოჯაში 34 წლის იენ სოტეარამ მეგობრის ხუთი თვის შვილი მოიპარა, ნაგვის პარკში გაახვია და ქუჩაში დააგდო. როგორც მოგვიანებით ქალმა სამართალდამცველებს განუცხადა, ეს ქმედება ბავშვისადმი ზედმეტმა სიყვარულმა ჩაადენინა.

იენი მეგობრებთან წვეულებაზე იმყოფებოდა. ის საძინებელში შეიპარა, სადაც მასპინძლების პატარა გოგონას ეძინა, ნაგვის პარკში ჩასვა და სახლის ფანჯრიდან გადაიპარა.

როგორც დამნაშავე აცხადებს, მას იმდენად უნდოდა ბავშის ყოლა, რომ დაუფიქრებლად გაიტაცა იგი, გზაში კი გონს მოეგო, თუმცა ვეღარ მიბრუნდა მეგობრებთან და გზაში დააგდო ჩვილი. საბედნიეროდ, ერთ-ერთმა გამვლელმა შენიშნა პატარა და პოლიცია გამოიძახა.

სამართალდამცავები ფიქრობენ, რომ იენმა ბავშვი გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით გაიტაცა, რადგან ქალს ძალიან დიდი თანხა ჰქონდა გამოტანილი ბანკიდან კრედიტის სახით. სასამართლომ მას 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100