ფადი ასლიმ საქართველოს შესახებ წიგნი დაწერა
ბიზნესმენმა ფადი ასლიმ საქართველოს შესახებ წიგნი დაწერა. არაბი ბიზნესმენი ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მეგობრებო, დავასრულე ჩემი წიგნი, მაგრამ ვერ ვახერხებ სათაურის მოფიქრებას.
სიუჟეტი შედგება თავგადასავლებისა და ისტორიებისგან, მოიცავს მკვლელობების, გატაცებების, დაბომბვის, ძარცვის, სხვადასხვა ხელისუფლებებთან ბრძოლის ფაქტებსა და ასევე სახალისო ცხოვრებისეულ ისტორიებს.
თქვენი შემოთავაზებები სათაურთან დაკავშირებით ძალიან დამეხმარება“ - წერს ასლი პირად ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი