სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცებო, აი, დაქორწინდებით და მიხვდებით, რა არის ბედნიერება. მაგრამ გვიან იქნება

გენიალური რუსი მსახიობი ფაინა რანევსკაიას ცხოვრების ციტატები.

წარმატების მისაღწევად ქალი უნდა იყოს საკმარისად ჭკვიანი, რომ მოსწონდეს სულელ კაცებს და საკმარისად სულელი, რომ მოსწონდეს ჭკვიან კაცებს;

“ოჯახი ყველაფერს ანაცვლებს. ამიტომ, სანამ მას შექმნი, უნდა გადაწყვიტო, რა გირჩევნია – ოჯახი თუ ყველაფერი; “

“ფაინას ჰკითხეს:

– რა არის ყველზე რთული თქვენს ცხოვრებაში?

–ოო, ყველაზე რთულ რამეს მე საუზმემდე ვაგვარებ–უპასუხა მან

–და რა არის ეს? –დილით ლოგინიდან ადგომა.”

“ოპტიზმი – არასაკმარისი ინფორმაციაა.”

“თუ ქალი თავჩაქინდრული დადის, მას საყვარელი ჰყავს. თუ ქალი ამაყად თავაწეული მიდის – მას საყვარელი ჰყავს. თუ ქალს თავი სწორად უჭირავს – მას საყვარელი ჰყავს. და საერთოდაც, თუ ქალს თავი აბია, მას საყვარელი ჰყავს.”

“მეორე ნახევარი ჰყავს ტვინს, წამლის აბს და უკანალს. მე თავიდანვე მთლიანი ვარ.”

“მამაკაცებო, აი, დაქორწინდებით და მიხვდებით, რა არის ბედნიერება. მაგრამ გვიან იქნება.

იმისათვის, რომ გაღიარონ - საჭიროა, სავალდებულოც კი არის, მოკვდე.

ლესბოსელობა, ჰომოსექსუალიზმი, მაზოხიზმი, სადიზმი - ეს მანკიერება არ არის. მანკიერება, წესით, მხოლოდ ორი რამ არის - ჰოკეი ბალახზე და ბალეტი ყინულზე.

მე არ ვიცი სიტყვა "თამაში". თამაში შეიძლება კარტის, შაშის. სცენაზე უნდა იცხოვრო.

ამ ქვეყანაზე ყველაფერი რაც გსიამოვნებს - ან მავნეა, ან ამორალური, ან გასუქებს.

რა თქმა უნდა ქალები უფრო ჭკვიანები არიან. თქვენ როდესმე გაგიგიათ, რომ რომელიმე ქალს ჭკუა დაეკარგა მამაკაცის ლამაზი ფეხების გამო?

ხშირად ვიღებ წერილებს: "დამეხმარეთ გავხდე მსახიობი". ვპასუხობ: "ღმერთი გიშველით".

– პენსიაზე რომ გავალ, არაფერს არ გავაკეთებ, საერთოდ არაფერს, პირველი რამდენიმე თვე უბრალოდ ჩავჯდები სარწეველა სავარძელში

– მერე რაღას იზამთ?

–მერე სავარძლის რწევას დავიწყებ…

სიცოცხლე ძალზე ხანმოკლეა იმისთვის, რომ ის დიეტებში, ძუნწ მამაკაცებსა და ცუდ ხასიათზე დახარჯო.

მე ვარ ძველი პალმა ვაგზალზე - არავის სჭირდება თუმცა გადასაგდებათაც ვერავინ იმეტებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100