სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა უთხრა სააკაშვილმა ობამას და რა უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა?

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა. ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. პრეზიდეტის გვერდზევე ქვეყნდება შეხვედრის ამსახველი ვიდეოამასალა და სააკაშვილის მიერ ობამასთავის ნათქვამი ტექსტიც.

მიხეილ სააკაშვილი - მე ჩემს საპრეზიდენტო ვადას ვამთავრებ და თქვენთვის დიდი მადლობა მინდოდა გადამეხადა იმ თანამშრომლობისათვის, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის შედგა.

ბარაკ ობამა - თქვენ ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებთ დემოკრატიული, რეფორმირებული საქართველოს სახით. რა გეგმები გაქვთ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვუს შემდეგ?

მიხეილ სააკაშვილი -პოლიტიკის გარდა ჩემი მომავალი გეგმები საგანმანათლებლო სისტემასაც უკავშირდება, თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას ვგეგმავ.

ბარაკ ობამა - ეს ძალიანი კარგი იდეაა, მივესალმები

მიხეილ სააკაშვილი - დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ რუსეთში ვიზიტისას პრინციპული პოზიცია დაიკავეთ. ახლა ძალიან სარისკო პერიოდში ვართ, საბოლოოდ სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება, მაგრამ თქვენივე სიტყვების პერეფრაზი რომ გავაკეთო გაუმჯობესებამდე შეიძლება ძალიან გაუარესდეს.
ასევე, დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც საქართველოსთვის გააკეთეთ და გთხოვთ ყურადღება არ მოადუნოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100