სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოქალაქეები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ

სოციალური ქსელში, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების განცხადება გავრცელდა, რომელსაც საქართველოს 1249 მოქალაქე აწერს ხელს.

მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთდროულად მიმართავენ და 17 მაისის მოვლენებზე დროულად რეაგირებას ითხოვენ. "პოლიტიკო" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

2013 წლის 17 მაისს განხორციელდა ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHO) დაკავშირებული აქციის დარბევა აგრესიული ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და მათი მომხრეები.

მათ საქართველოს საზოგადოებისა და ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების სახელით მოახდინეს უმცირესობაში მყოფ ადამიანთა მშვიდობიანი ჯგუფის დევნა. ეს გახლდათ გალაშქრება არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოების, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაც, რადგან ამ ქმედებით ექსტრემისტულმა ჯგუფმა უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა – დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის საფუძველი.

მიგვაჩნია, რომ 2013 წლის 17 მაისს ექსტრემისტულმა ჯგუფმა უხეშად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლები:
126-ე მუხლი – ძალადობა
142-ე მუხლი – ადამიანთა თანასწორუფლებიანობის ხელყოფა;
153-ე მუხლი – სიტყვის თავისუფლების ხელყოფა;
154-ე მუხლი – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა;
161-ე მუხლი – შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა;
239-ე მუხლი – ხულიგნობა;
352-ე მუხლი – სახალხო დამცველზე ზემოქმედება;
353-ე მუხლი – პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა;
353-ე პრიმა მუხლი – წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომამდგენლის მიმართ.

ამასთან, 2012 წლის 27 მარტს, სისხლის სამართლის კოდექსში დამატებული 53-ე მუხლის მე-3 პრიმა პუნქტის თანახმად, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო დანაშაულის ჩადენა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება:

"დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100