სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ბიძინა ივანიშვილის PR-კამპანია დაიწყეს

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოფიციალურად დაიწყო ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო PR-კამპანია. იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები აფხაზებთან ერთად პატრულირებენ და ქართველებს „საზღვრის“ გადაკვეთის გამარტივებას ჰპირდებიან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს და მის წინადღეებში, იმ პირობით, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის კოალიციას მისცემენ ხმას, - ამის შესახებ „სამეგრელოს მედიაორგანიზაციაზე“ დაყრდნობით „აფხაზეთი. ინფო“ იტყობინება.

ადგილობრივები შესაძლო პოლიტიკურ გარიგებაზე მიანიშნებენ და აცხადებენ, რომ გალში, სოხუმსა და აფხაზეთში ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლება რუს ოკუპანტებთან ერთად ყველაფერს აკეთებენ, რათა აფხაზეთში მცხოვრებმა ქართველებმა არჩევნებზე მხარი სწორედ ბიძინა ივანიშვილს დაუჭირონ. მათივე თქმით, რუსი ოკუპანტები და აფხაზი მარიონეტები ადგილობრივებს გზის გახსნას და თავისუფალ გადაადგილებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან ჰპირდებიან.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების თანახმად, საჭიროა აფხაზური და ოსური მხარეების აღიარება კონფლიქტის მხარეებად და მათთვის ბოდიშის მოხდა. საკუთარი გუნდის წარდგენის დროს, 2012 წლის თებერვალში, გარემოცვის ერთ-ერთი წევრის გურამ ოდიშარიას წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

„გურამ ოდიშარია – ცნობილი სოხუმელი მწერალი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებში“.

მაშინდელი პრეზენტაციის ამსახველი ვიდეო სახელწოდებით „საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია“ (ქართული ასოებით), რომელიც „ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზეცაა ატვირთული. ამ ვიდეოში გურამ ოდიშარიას წარდგენა 04:39 ქრონომეტრაჟზე იწყება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100