ბოდიში გმირების ოჯახებს ხელისუფლების ნაცვლად - პროტესტი სცენიდან (ვიდეო)ბოდიში გმირების ოჯახებს ხელისუფლების ნაცვლად - პროტესტი სცენიდან (ვიდეო)
სცენაზე ისევ პროტესტია. ვასო აბაშიძის სახელობის ახელი თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის, "ვკვდები როგორც ქვეყანა" დასრულების შემდეგ, გმირების ოჯახებს ბოდიში ხელისუფლების ნაცვლად მოუხადეს. სპექტაკლის ბოლოს სცენაზე გამოსული დასი აუდიოტირას იმ შეურაცხყოფაზე ესაუბრებოდა, რომელიც გმირების ოჯახებს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო მიადგათ. სპექტაკლის ბოლოს მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად გარდაცვილთა ხსოვნას.
“ჩვენს ქვეყანას ჰყავს გმირები, რომლებმაც ქვეყნისთვის სიცოცხლე გაწირეს. მათმა ოჯახის წევრებმა – ცოლებმა შვილებმა, მშობლებმა ამ დღეების განმავლობაში მიიღეს უდიდესი შეურაცხყოფა და ეს ძალიან მტკივნეულია. მტკივნეულია ჩვენთვის, მაგრამ – ასმაგად მათთვის. ჩვენ გვინდა ბოდიში მოვუხადოთ მათ ოჯახებს, გმირებს და ვუთხრათ ოჯახებს, რომ ისინი ამ ტკივილში მარტო არ არიან”, – განაცხადა კინწურაშვილმა, შემდეგ კი აუდიტორიას სთხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ გმირების ხსოვნისთვის.
კომენტარი