თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ ახალი სეზონი იწყება
თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ ახალი სეზონი
იწყება. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, საინვესტიციო
საბანკო საქმიანობა ან ეკონომიკა, პროგრამა შენთვისაა.
პროგრამის მიზანია რეალურ სამუშაო გარემოში მიიღო საინვესტიციო,
საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება.
პროექტის სხვადასხვა
ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებს შეასრულებ.
ფინალური ეტაპი ქალაქგარეთ ჩატარდება, სადაც ფინალისტი ჯგუფები
დავალებაზე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებენ. გამარჯვებულებს
კი ჟიური გამოავლენს.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად,
აუცილებელია გაცნობით ვებინარს დაესწრო. პროექტის დეტალებს გაეცანი და ვებინარზე დასასწრებად
დარეგისტრირდი ბმულზე: https://link.tbc.ge/Camp-registration
გაიცანი „კემპის“ შარშანდელი გამარჯვებულები, რომლებიც მოგიყვებიან
რას საქმიანობენ დღეს თიბისი კაპიტალში:
„კემპი თიბისისთვის და თიბისი კაპიტალისთვის ისეთ პრიორიტეტულ
მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის გამარჯვებულები,
ახალი ხედვითა და თანამედროვე მიდგომებით, ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრები არიან.
მიხარია, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ.
პროგრამის წინა 4 ნაკადის არაერთი გამარჯვებული, ჩვენი გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო
ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და კვლევების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ“,
- მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
კომენტარი