თურქეთში ერთ დღეში ორი მიწისძვრა - ჯერჯერობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არაა ცნობილი
აღმოსავლეთ თურქეთში, მალათიას პროვინციაში, ქალაქ ფუთურგეში ერთ დღეში ორი მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ Daily Sabah-ი წერს.
პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 4.6 მაგნიტუდა იყო. ბიძგები 15 კილომეტრის სიღრმეზე შეინიშნებოდა. მეორე მიწიძვრა კი ნაკლებად ძლიერი, 4.2 მაგნიტუდის იყო და ეპიცენტრი მიწის ზედაპირიდან 6.9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ჯერჯერობით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არაა ცნობილი.
ამავე პროვინციაში, იანვარში მომხდარ მიწისძვრას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარი