სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩვენ დავინახეთ ქალაქის ცენტრში ივანიშვილი და ხელისუფლება როგორ ჩაიკეტა ხალხისგან" - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, რკინის ჯებირებთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციის შემდეგ, ხელისუფლებას სავარაუდოდ შერცხვა და დღეს, რკინის ჯებირები იმიტომ აღარ გამოიყენა. სამაგიეროდ, დეპუტატები დილის 7 საათზე მიიყვანა საკანონმდებლო ორგანოში.

"ხელისუფლებამ რკინის ბარიერები გუშინ უკვე აღმართა და სიმბოლოდ საკმარისი იყო. ჩვენ დავინახეთ ქალაქის ცენტრში ივანიშვილი და ხელისუფლება როგორ ჩაიკეტა ხალხისგან. სავარაუდოდ შერცხვათ, იმიტომ რომ ამ ჟანგიანი რკინების გამოყენებამ დიდი რისხვა გამოიწვია საზოგადოებაში. ეს ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს და რკინის ბარიერები დღეს იმიტომ აღარ არის, რომ როგორც ჩანს უთხრეს პარლამენტარებს, რომ დილის შვიდ საათზე აეყარენითო და როგორც ჩანს, 7 საათზე გაივსო მთელი უმრავლესობა. ეს მუქთახორები მაინც არაფერს აკეთებენ და დილის 7 საათზე მოუწიათ თავის ხელმძღვანელ-მუშაკიანად ადგომა. ჩვენი პროტესტი მაინც გაგრძელდება," - განაცხადა გიგი უგულავამ

უგულავას თქმით, პროტესტის მიზანი არის დისკომფორტის შექმნა არა რიგითი მოსახლეობისთვის, არამედ ხელისუფლებისთვის. მისი განცხადებით, ხელისუფლება უცხოელი კონსულტანტების რჩევით პრეზენტაციებს და წლის შემაჯამებელ ღონისძიებებს მართავს და საპროტესტო აქციების სამიზნე სწორედ ეს ღონისძიებები გახდება.

როგორც უგულავამ აღნიშნა, დღევანდელი დღის გეგმა თითქმის შესრულებულია, რადგან პროტესტის გამო დეპუტატებს პარლამენტში დილის 7 საათზე მისვლა მოუწიათ, უგულავა დარწმუნებულია, რომ ასეთ დროს პარლამენტარების საკანონმდებლო ორგანოში დაბარება, ზემდგომი პირებისგან დამამცირებელი ფორმით მოხდებოდა.

"როგორც ჩანს, უცხოელი კონსულტანტები ჰყავთ ჩამოყვანილი და დაიწყეს პრეზენტაციები და წლის შეჯამებები, ჰოდა ამ წლის შეჯამებებებში შევაჯამებთ ჩვენს მათ 8 წლიან საქმიანობას. მშვენიერი ღონისძიებებია წამოწყებული და ჩვენც ასე ვიმოქმედებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ მხოლოდ მთავრობას და ქართულ ოცნებას შევუქმნათ დისკომფორტი, იმისათვის, რაც მათ აკადრეს საზოგადოებას. დღეს ჩათვალეთ რომ გეგმა შესრულებულია ისინი წამოყარეს დილით ადრე, დარწმუნებული ვარ დამამცირებელი ფორმით,"- აღნიშნა უგულავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100