სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამას ენა მიუტანეს - შენი ქალიშვილი სოციალურ ქსელში შიშველ ფოტოებს ტვირთავსო... მამაკაცის ასეთ რეაქციას კი არც ერთი მათგანი ელოდა

შვილები ზოგჯერ ისე იქცევიან, რომ მშობლის რისხვას იმსახურებენ, მაგრამ რა უნდა ქნა, თუ ბავშვი უკვე ზრდასრულია და სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია? - პასუხი მარტივია - იუმორით შეხედე ყველა ასეთ შემთხვევას.

19 წლის ტარა რეილიმ Instagram- ზე პიკანტური სელფი გამოაქვეყნა, რომელზეც თითქმის შიშველი პოზიორობს სარკის წინ. აღმოჩნდა, რომ ფოტო გოგონას რამდენიმე ახლობელს ცუდად მოხვდა თვალში და ამის შესახებ ტარას მამას აცნობა. ყველასთვის მოულოდნელად, ბრაზის ნაცვლად მამის რეაქცია რადიკალურად განსხვავებული იყო სტანდარტულად მოაზროვნე მშობლის პოზიციისგან - მან იგივე პოზაში გადაიღო მსგავსი ფოტო და დააწერა: "ვერ ვხვდები, ჩემმა შვილმა ვისგან ისწავლა მსგავსი ფოტოების გადაღება".

რაც შეეხება ტარას, ის აღფრთოვანებული იყო მამის გვერდში დგომით და მისი ფოტო ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ამ ამბავმა ინტერნეტ-მომხმარებლები ძალიან გაახალისა, ფოტოს ქვეშ ძალიან დადებითი კომენტარებიც დაწერეს და მამის ქმედება ყველამ ერთხმად მოიწონა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100