სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გადაუდებელ დახმარების ცენტრ 112-ში ზარების შეფერხებაა - შსს-ს სპეციალური განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:


"გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.

"112"-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, გადაუდებელი შემთხვევისას მოგვწერონ "112"-ის "ფეისბუქის" გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100