სრულიად საქართველოს დედამთილი მანანა 80 წლის გახდა - ფოტოები მედეა ლორთქიფანიძის დაბადების დღიდან
მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე-სრულიად საქართველოს დედამთილი მანანა(რეალურ ცხოვრებაში საუკეთესო სიდედრი) 80 წლის გახდა. ჟურნალისტი გიორგი ბერიძე დაბადების დღიდან ფოტოებს აქვეყნებს და ნახეთ, რას წერს:
„მიზანსცენა: მანანას დაბადების დღეზე შეიკრიბნენ ნათესავ-მეგობრები.
მანანა: დედიკო, ნუნუკა, არაფერზე ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება. ახლა რაღაც უნდა გთხოვო. შენი ხაჭაპურების ბიზნესს მჭადების ბიზნესი რომ მიუერთო შეიძლება? ჩემი ახლობელია გიორგი და ის დაგიდგება გვერდით? ერთგულია და დროა მოკიდოს ხელი ბიზნესს..
ნუნუკა: ამ მჭადებით გინდათ ბიზნესი ააყვავოთ? ვის გააკვირვებთ ზეთში გამომცხვარი მჭადებით დღეს?...
მანანა:არა დედიკო, შენ როგორსაც იტყვი ისეთ მჭადებს გამოვაცხობთ ბიზნესისთვის...
გიორგი: თბილისში უგემრიელესი მჭადი მე ვაკეში მიჭამია. რომ გახედო მზეს დაინახავ ისეთი თხელია და გემრიელი-გრეტა მესხის( Khatuna Bakradze ) ნახელავი.
ნუნუკა: კი მსმენია მაგ ლეგენდარულ მჭადებზე...
მანანა:კი, კი ყველაფერს ისე გავაკეთებთ როგორც საქმეს დაჭბრდება...
------
ეს ხუმრობით... თუმცა 1 თებერვალს ჩვენი საყვარელი მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე-სრულიად საქართველოს დედამთილი მანანა(რეალურ ცხოვრებაში საუკეთესო სიდედრი) 80 წლის გახდა. ჯანმრთელობა, მხნეობა, კეთილდღეობა მრავალ სერიაში გამოჩენა, ოჯახის ბედნიერება და წარმატებები მისურვებია....“
კომენტარი