სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველასათვის ცნობილი წარწერა HOLLYWOOD საფრთხის წინაშეა

ლოს-ანჯელესში მდებარე ცნობილი წარწერის – „ჰოლივუდი“ დემონტაჟი შესაძლოა 3 კვირაში დაიწყოს, თუ მას ინვესტორებისგან ვერ გამოისყიდიან - განაცხადა ტელეკომპანია ბი-ბი-სიმ.
აღნიშნული წარწერა ლოს-ანჯელესს ეკუთვნის, მაგრამ მიწა, სადაც იგი განთავსებულია, ჩიკაგოს ინვესტორთა ჯგუფის საკუთრებაა. მესაკუთრეები კი „ჰოლივუდის“ წარწერის ადგილზე მშენებლობის დაწყებას აპირებენ, თუ გამოსასყიდ თანხას არ მიიღებენ.
მოლაპარაკებების დროს მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ მიწას „საერთაშორისო ტერიტორიების ფონდი“ შეისყიდიდა, რომელიც შეუნარჩუნებდა წარწერას. წარწერის ტერიტორია 12,5 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო თანხის გადახდის ბოლო ვადა 14 აპრილია. ამ დროისთვის, ფონდმა მხოლოდ 9,5 მილიონი დოლარი შეაგროვა. ფულის შეგროვებაში ფონდს მსახიობი ტომ ჰენკსი და კინორეჟისორი სტივენ სპილბერგიც დაეხმარნენ.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი წარწერა HOLLYWOOD ლოს-ანჯელესში, მაუნ ლის მთაზე მდებარეობს. იგი რეკლამის სახით 1923 წელს შეიქმნა, თუმცა შემდგომში ფართო პოპულარობა მოიპოვა და აშშ-ს კინოსტუდიის საფირმო ნიშანი გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100