ჯონ მაკკეინი რუსეთს ლიბიის მაგალითზე რევოლუციას უწინასწარმეტყველებს
ლიბიაში კადაფის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, რევოლუციის მორიგი სამიზნე შესაძლოა რუსეთი და ჩინეთი გახდეს, შესაბამისი მოსაზრება აშშ-ს სენატორმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა გააკეთა.
მისი თქმით, ლიბიის მოვლენები, სადაც ოპოზიციონერებმა ფაქტობრივად დაამხეს ქვეყნის ლიდერი მოამარ კადაფი გამართხილებელი უნდა იყოს რუსეთის ხელისუფლებისათვის.
„ისეთი ადგილები როგორიც ჩინეთი და რუსეთია... იქ არ არის სიმშვიდე. ადამიანებს სურთ თავისუფლება. სწორედ თავისუფლებას მიაღწია ლიბიელმა ხალხმა" - განუცხადა „ფოქსნიუსს" მაკკეინმა.
თუმცა მისი აზრით, კადაფის შემდგომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის „დრო დგება" და ის მალე დაკარგავს ხელისუფლებას.
„ახალა ლიბიაში მოხდა, ასე ვთქვათ, PR გადატრიალება, მაგრამ რეჟიმის დამხობა გარდაუვალი იყო", - აცხადებს მაკკეინი.
მაკკეინი მიიჩნევს, რომ ნებისმერი დიქტატურა ეხლა საფრთხის წინაშე დგას.
„იმის მიუხედავად რომ ახლა არაბულ ქვეყნებში სისხლი იღვრება და ჩვენ არ ვიცით ეს როდის დასრულდება მიმაჩნია, რომ ხალხისათვის ეს განსაზღვრავს უკეთეს მომავალს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არ ექნებოდათ შანსი გაეგოთ რა არის დემოკრატია და თავისუფლება", - განაცხადა სენატორმა.
მაკკეინი დარწმუნებულია, რომ „არაბული გაზაფხული" გაგრძელდება და მთელ მსოფლიოს მოედება.
„შემთხვევით ხომ არ ხდება ის, რომ ახალი ძალით დაიწყო ბრძოლა სირიაში, გრძელდება დემონსტრაციები. მიმაჩნია, რომ ჩვენი დახმარებით, მე არ ვსაუბრობ ფულზე, მაგრამ ჩვენი ტექნოლოგიური დახმარებით და სხვა ხერხებით მათ ყველაფერი გამოუვათ"- განაცხადა მაკკეინმა.
უნდა აღინიშნოს, რომ მაკკეინთან ერთად რუსეთში ეგვიპტის სცენარის განმეორების შესახებ ამ ქვეყანაში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა ტონი ბრენტონმაც ისაუბრა.
„ორ ქვეყანას შორის (ეგვიპტე - რუსეთი) უდიდესი სხვააობაა, მაგრამ რუსეთის ელიტისთვის პარალელი საკმაოდ საგანგაშოა. დიდი ხნის წინ მე ვმსახურობდი ქაიროში დიპლომატად და ის ცინიზმი, რომელიც ისმოდა პოლიტიკურად განათლებული ადამიანების წარმომადგენელთა კლასიდან დღეს ანალოგიურად ისმის მოსკოვიდანაც", - განაცხადა ბრენტონმა.
კომენტარი